მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სპორტსმენი ძროხები გვყავს, იმდენ კილომეტრს გადიან, რაღა უნდა მოიწველონ“ - ლაშა პაპაშვილი

6043c3dddad91
თელარა გელანტია
07.03.21 00:00
4566
„ე.წ. ქუჩის რძე 21-ე საუკუნეში უკვე აღარაა მისაღები“, - ასე ფიქრობს კომპანია „ყვარლის ბაგას“ მფლობელი ლაშა პაპაშვილი, რომელიც „მერძევეთა ეროვნულ გაერთიანებას“ ქმნის.

ახალი დარგობრივი ასოციაციის მიზანი ქვეყანაში ინტენსიური ფერმების მხარდაჭერა და ინდუსტრიული რძის წარმოების ზრდისთვის სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი სუბსიდიის შემოღებაა.

„ე.წ. ქუჩის რძე 21-ე საუკუნეში უკვე აღარაა მისაღები. მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია ქვეყნები, სადაც ძროხები ქუჩებსა და უბნებში გადაადგილდებიან, ყველა ღობესთან არიან შემდგარნი და ხან ვაზის ფურცლებით იკვებებიან და ხან - პალმით. სპორტსმენი ძროხები გვყავს - ასე ვეძახი მათ; იმდენ კილომეტრს გადიან, რაღა უნდა მოიწველონ მერე“, - ამბობს ლაშა პაპაშვილი.

„ყვარლის ბაგას“ მფლობელის განცხადებით, საქართველოს შეუძლია ინდუსტრიული რძის წარმოებაში მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს.

„რძის და ხორცის წარმოება - ეს ის მიმართულებებია, სადაც მე პირადადაც შემიძლია დავაინტერესო პარტნიორები, რომ ჩადონ ინვესტიცია. მთავარია, იყოს სახელმწიფოს მხარდაჭერა და სწორი რეგულაციები. ზოგადად, მერძევეობის ინდუსტრიას უამრავი დონორი ჰყავს, დარგმა ბევრი დაფინანსებაც მიიღო, მაგრამ მეტი წილი ფუჭად დაიხარჯა. შვეიცარიის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, იქ დაფინანსდა და წახალისდა გაერთიანება, გამსხვილება და საწველი დარბაზების შექმნა. ჩემს ფერმას - „ყვარლის ბაგას“ „ნიუ ჰოსპიტალს“ ვეძახი ხოლმე, იმდენ იოდს, პირბადეს და ხელთათმანს ვიყენებთ.... ამ შედარებისთვის „ნიუ ჰოსპიტალი“ არ მიწყენს“, - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები