გამოცემა forbes ყოველწლიურად აქვეყნებს ამერიკული წარმოშობის სპორტული გუნდების მფლობელების სიას, წელს კი უმდიდრესი 20 მფლობელის ქონებამ შარშანდელთან შედარებით 122 მილიარდიანი ზრდა განიცადა და რიცხვმა ნახევარ ტრილიონს გადააჭარბა.
დღესდღეობით აშშ-ში 54 მილიარდერი ფლობს სპორტულ კლუბს, საიდანაც 14 NBA-ის გუნდის მფლობელია. წლევანდელი რეიტინგის წევრების ჯამურმა ქონებამ 504 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 32%-ით მეტია გასული წლის შედეგზე. უმრავლესობის კოლექტიური ჰოლდინგები ფლობენ 10 გუნდს NBA-ში, 8-ს NFL-ში, 5-ს პროფესიონალურ ფეხბურთში, სამს ჰოკეიში, ორს ბეისბოლში და თითო-თითოს ქალთა კალათბურთსა და ფეხბურთში.
მეათე წელია სიაში პირველობას არ თმობს კომპანია “მაიკროსოფტის” ყოფილი დირექტორი სტივ ბალმერი, რომელმაც 2014 წელს “ლოს-ანჯელეს კლიპერსი” 2 მილიარდად შეიძინა და ერთ დეკადაში მისი ღირებულება ორჯერ და უფრო მეტჯერ გაზარდა. დღეს გუნდის ფასი 4,65 მილიარდი დოლარია და ეს ბალმერის 123 მილიარდიანი ქონების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს.
მეორე ადგილზე სუპერმარკეტების ქსელ “ვოლმარტის” უდიდესი მეწილე რობ ვოლტონია, 94,3 მილიარდი დოლარით, რომლის მფლობელობაშიც NFL-ის გუნდი “დენვერ ბრონკოსი” შედის.
მირიამ ადელსონი სიის ერთადერთი წევრია, რომლის ქონებაც სხვა მილიარდერებისგან განსხვავებით 9%-ით შემცირდა, მას შემდეგ, რაც თავისი კაზინოს “Las Vegas Sands-ის” წილი გაასხვისა. მან მარკ კიუბანისგან 3,5 მილიარდად NBA-ის კლუბი “დალას მავერიკსი” შეისყიდა, რითაც მსოფლიო მასშტაბით სპორტული კლუბის უმდიდრესი ქალი მფლობელი გახდა. ადელსონის ქონება 29,8 მილიარდად არის შეფასებული, რითაც რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს.
მთლიანობაში კი რეიტინგის ხუთეული ასე გამოიყურება:
5(თანასაზიარო). დევიდ ტეპპერი
კლუბი: “Carolina Panthers”, “Charlotte FC”
ქონება: 21,3 მილიარდი დოლარი
5(თანასაზიარო). სტივ კოენი
კლუბი: “New York Mets”
ქონება: 21,3 მილიარდი დოლარი
4. მირიამ ადელსონი და მისი ოჯახი
კლუბი: “Dallas Mavericks”
ქონება: 29,8 მილიარდი დოლარი
3. დანიელ გილბერტი
კლუბი: “Cleveland Cavaliers”
ქონება: 33,1 მილიარდი დოლარი
2. რობ ვოლტონი და მისი ოჯახი
კლუბი: “Denver Broncos”
ქონება: 94,3 მილიარდი დოლარი
1. სტივ ბალმერი
კლუბი: “Los Angeles Clippers”
ქონება: 123 მილიარდი დოლარი