მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სპორტული საკონსულტაციო კომპანია MatchVision-ი UEFA-სგან “ფაზის” ფორმატის მოპარვისთვის €20 მლნ-ს ითხოვს

ფაზის ეტაპი უეფა

სპორტული საკონსულტაციო კომპანია MatchVision-ი UEFA-სგან “ფაზის” ფორმატის მოპარვისთვის €20 მლნ-ს ითხოვს - საქმე ამ დროისთვის შვეიცარიის ქალაქ ლოზანას სასამართლოშია, სადაც UEFA-ს მთავარი ოფისი მდებარეობს.

ჩილეს სპორტულმა საკონსულტაციო კომპანია MatchVision-მა UEFA-ს აპრილში მადრიდის კომერციულ სასამართლოში უჩივლა. მიზეზი ჩემპიონთა ლიგის ფაზის ფორმატის მითვისებაა, რომელიც 2024 წლიდან მამაკაცთა საკლუბო ტურნირებში გამოიყენება.

თუმცა სექტემბერში საქმე გადაიტანეს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, რომელმაც გასულ კვირაში UEFA-ს აპელაცია ევროპის სუპერლიგის ხანგრძლივ დავასთან დაკავშირებით უარყო. ორგანიზაციას ამ დრომდე ოფიციალურად სარჩელის შესახებ არ აცნობეს, თუმცა როცა ეს მოხდება, მას ექნება 20 სამუშაო დღე პასუხის გასაცემად.

ეს საქმე გარკვეულწილად უკავშირდება ევროპის სუპერლიგის ისტორიასაც. სწორედ 2021 წლის სუპერლიგის დაშლის მცდელობამ უბიძგა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის რეფორმა დაეჩქარებინა. შედეგად, ტურნირები 32-დან 36 გუნდამდე გაფართოვდა, ხოლო ჯგუფური ეტაპი შეიცვალა “ლიგური მოდელით“.

ეს ფორმატი, რომელიც ცნობილია როგორც “შვეიცარიული მოდელი” მოყვანილია ჭადრაკის მსგავსი ტურნირის პრინციპებზე და გულისხმობს, რომ ყველა 36 გუნდი განთავსებულია ერთ საერთო სატურნირო ცხრილში. თითოეული გუნდი 8 სხვადასხვა მოწინააღმდეგესთან ოთხს საკუთარ მოედანზე და ოთხს სტუმრად თამაშობს.

MatchVision-ის თქმით, სწორედ ეს სისტემა ეკუთვნის მის დამფუძნებელს, ლეანდრო შარას, რომელმაც 2006 წელს ჩილეში დაარეგისტრირა საავტორო უფლება ამ ფორმატზე. კომპანია ამტკიცებს, რომ იდეა პირველად UEFA-ს 2013 წელს წარუდგინა და შემდგომ წლებშიც მრავალ საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოაჩინა. MatchVision-ის განცხადებით, აღნიშნული სისტემა გამოყენებულია რამდენიმე ქვეყანაში, ხოლო FIFA-მაც აღიარა იგი კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებად.

შარა UEFA-ს სასამართლოთი ჯერ კიდევ 2024–25 წლების ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის წინ ემუქრებოდა, დაახლოებით 14 თვის წინ, და ახლა აცხადებს, რომ სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა სარჩელის შეტანისა.

MatchVision ითხოვს ზუსტად €20,005,551-ის ანაზღაურებას, ხოლო შარა პირადად მოითხოვს დამატებით €200,000-ს. ისინი ასევე ითხოვენ პროცენტის გადახდას აღნიშნულ თანხებზე გასული, მიმდინარე და მომავალი სეზონებისთვის, რაც მიუთითებს, რომ ისინი არ ელიან, UEFA-სგან ადვილ თანხმობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები