მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Spotify-ი 1500-მდე თანამშრომელს დაითხოვს, რაც სამუშაო ძალის 17%-ია

Spotify

მუსიკალური სტრიმინგის შვედური გიგანტი Spotify-ი 1500-მდე თანამშრომელს დაითხოვს, რაც სამუშაო ძალის 17%-ის ტოლია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომპანია ბოლო კვარტალში დაფიქსირებულ არადამაკმაყოფილებელ ზრდას უკავშირებს, რომლის გამო Citi-მ Spotify-ის აქციების “საყიდელიდან” - “ნეიტრალურამდე” ჩამოაქვეითა.

შეგახსენებთ, რომ Spotify-ი საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 2018 წლიდან ივაჭრება. დღეს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $35 მილიარდს აღემატება, ხოლო ერთი აქცია $180-ად ივაჭრება. წლის დასაწყისიდან დღემდე, Spotify-ის აქციების ღირებულება 120%-ითაა გაძვირებული, მაგრამ 2021 წლის დეკემბერში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ეს ფასი 50%-ით ნაკლებია.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები