მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Spotify-მ ემინემის კომპანიას სასამართლოში £30 მილიონიანი დავა მოუგო

eminem

სტრიმინგ-პლატფორმა Spotify-იმ რამდენიმეწლიანი სასამართლო დავა მოიგო, რომელშიც ცნობილი ამერიკელი რეპერი, ემინემი, თავისი სიმღერების უნებართვო განთავსებისთვის ედავებოდა.

სარჩელი სასამართლოში ემინემის საგამომცემლო კომპანია Eight Mile Style 2019 წელს შეიტანა და ირწმუნებოდა, რომ Spotify-მ რეპერის მუსიკის ლიცენზია არასწორად მოიპოვა. კომპანია Spotify-სგან დაახლოებით £30 მილიონს მოითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ისეთი ჰიტებისთვის, როგორებიცაა Lose Yourself და Without Me ემინემს კომპენსაცია არ მიუღია, მიუხედავად იმისა რომ Spotify-ის საშუალებით მათ “მილიარდჯერ მოუსმინეს”.

მიუხედავად იმისა, რომ Spotify-ის საჭირო ლიცენზია არ ჰქონდა, ტენესის სასამართლომ კომპანიას ემინემის კომპოზიციების უკანონო განთავსებისთვის პასუხისმგებლობა არ დააკისრა. მოსამართლეს შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საავტორო უფლებები ნამდვილად დაირღვეოდა, Spotify კომპენსაციას Kobalt Music Group-ს გადაუხდიდა, რომელიც ჰონორარებს ემინემის კომპანიის ნაცვლად განაგებდა.

Eight Mile Style ასევე ამტკიცებდა, რომ Spotify იმ სიმღერებისთვის, რომლებსაც მილიონობით სტრიმი ჰქონდათ, კომპენსაციას იხდიდა, თუმცა ის პლატფორმის რეალურ ვალდებულებას არ შეესაბამებოდა.

აღსანიშნავია, რომ თავად რეპერი ამ პროცესში ჩართული საერთოდ არ იყო და მეტიც, სარჩელის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

ემინემი ამჟამად მე-12 ყველაზე პოპულარული არტისტია Spotify-ზე და 76 მილიონი მსმენელიც ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები