მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Spotify-მ რუსეთში მუშაობა შეწყვიტა

62400852ec03c
მარიამ ადამია
27.03.22 11:30
917

მუსიკალური სტრიმინგ სერვისი - Spotify, რუსეთში მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

კომპანიამ გადაწყვეტილება, რუსეთში მოქმედი კანონის გამო მიიღო, რომელიც საზღვარგარეთ რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ, "ყალბი" ინფორმაციის გავრცელების გამო, დასჯას ითვალისწინებს.

“კანონი ზღუდავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ართმევს ადამიანებს გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, საფრთხეში აყენებს თანამშრომლების უსაფრთხოებას და შესაძლოა Spotify-ის მომხმარებლებსაც კი“, - აცხადებენ კომპანიაში.

მარტის დასაწყისში Spotify-მ, რუსეთში, პრემიუმ გამოწერის შესაძლებლობა გააუქმა. ამის მიზეზი კი, ქვეყანაში გადახდის მთავარი პროვაიდერების მიერ დაწესებული შეზღუდვები დასახელდა რის ფონზეც, Spotify-ის ფინანსური დირექტორის, პოლ ვოგელის თქმით, წლის პირველ კვარტალში კომპანია, დაახლოებით, 1,5 მილიონ გამომწერს დაკარგავდა.

Spotify-მ რუსეთში ოპერირება 2020 წლის შუა რიცხვებიდან დაიწყო და პირველივე თვეებიდავე უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ხოლო ამავე წლის, მესამე კვარტალში, Spotify-მ აღნიშნა, რომ მისი რუსეთში ჩაშვება, ბიზნესის კუთხით, სწორი გადაწყვეტილება იყო. 2021 წლის თებერვალში კი, სერვისმა, ახალი ფასიანი აბონენტების რაოდენობის რეკორდული ზრდის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მომხმარებლების უდიდესი ნაწილი რუსეთიდან იყო.

ასობით დასავლურმა კომპანიამ გადაწყვიტა რუსეთის ბაზრიდან გასვლა, მათ შორისაა Netflix-იც, რომელმაც უარი თქვა რუსებისთვის ხელმოწერის განახლებაზე და წაშალა მისი აპლიკაცია რუსული App Store-დან და Google Play-დან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები