31 ოქტომბერს Mitsubishi Motors Georgia-მ, ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, გამართა განსაკუთრებული ღონისძიება სახელწოდებით „Spotlight on Mitsubishi Motors“, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ სრულიად ახალ Outlander-ს და ერთობლივად აღენიშნათ ბრენდის ახალი ეტაპი საქართველოში.
ღონისძიება მიზნად ისახავდა Mitsubishi Motors-ის განვითარებისა და ბრენდის ფილოსოფიის — ინოვაციის, საიმედოობისა და მომხმარებელზე ზრუნვის — ხაზგასმას.

ახალი Outlander თანამედროვე დიზაინისა და მოწინავე ტექნოლოგიების იდეალური შერწყმაა. ის აერთიანებს იმ ყველაფერს, რაც Mitsubishi-ს SUV-ს ხდის გამორჩეულს — ძლიერი ხასიათი, დახვეწილი სტილი და შეუცვლელი კომფორტი გზაზე. ეს არის ავტომობილი ადამიანებისთვის, ვინც ეძებს თავისუფლებას, სტაბილურობასა და გამორჩეულ გამოცდილებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა ასევე იხილეს განახლებული Mitsubishi Motors-ის შოურუმი, სადაც განახლდა ეზო და პარკინგის სივრცე. ახალი დიზაინი ხაზს უსვამს ბრენდის იდენტობასა და სტუმრებისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის. განსაკუთრებული სიახლეა პიკაპის ზონა — სივრცე, რომელიც მიძღვნილია ბრენდის ყველაზე მძლავრი მოდელისთვის და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ახლოდან გაეცნონ Mitsubishi L200-ის გამძლე და ძლიერი ხასიათის მოდელებს.
გარდა ვიზუალური განახლებებისა, კომპანია წელს დაამატებს რიგის მართვის ახალ სისტემას, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს წინასწარ ჯავშანს, დროში მეტად ეფექტურ მომსახურებასა და შეუცვლელ ხარისხს —რაც Mitsubishi Motors-ის სახელის ნაწილია.

Mitsubishi Motors-ს საქართველოში უკვე ჰყავს ჩამოყალიბებული ლოიალურ მომხმარებელთა საზოგადოება, ხოლო ბრენდის შემდეგი ნაბიჯი სწორედ ამ ნდობის კიდევ უფრო განმტკიცება იქნება — ინოვაციების, ხარისხის და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის მეშვეობით.
ღონისძიება იქცა სითბოსა და სიახლის საღამოდ — მომენტად, როდესაც ახალი Outlander-ი პირველად წარსდგა საქართველოს სცენაზე. მისი ოფიციალური გაყიდვები უკვე დაიწყო, და სწორედ ახლა არის შანსი გახდეთ იმ საზოგადოების ნაწილი, ვინც ამ გამორჩეული SUV-ის მფლობელი იქნება საქართველოში.

კომპანიის შესახებ:
შპს ”კავკასუს მოტორსი” - მიცუბიში მოტორსის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში 2013 წლიდან , მომხმარებელს სთავაზობს ცნობილი იაპონური ბრენდის, როგორც უახლესი ავტომობილების სამოდელო რიგს, ასევე ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და ავტოსერვისს

























