მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Squares – ღონისძიებების სივრცეების მარტივად დაჯავშნის პლატფორმა

649c3efe08f12
BM.GE
29.06.23 16:00
322
სტატიაში საუბარია:
"მსოფლიოს მასშტაბით არსებული კომერციული უძრავი ქონების 1/3 ცარიალია" - ამის შესახებ ტექნოლოგიური სტარტაპის, Squares-ის თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომელიც დღეს, 29 ივნისს, 500 Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლების წინაშე წარსდგა. Squares-ი ყაზახეთში დაფუძნებული სტარტაპია, რომლის მიზანი მომხმარებლებისთვის ღონისძიებებისთვის შესაფერისი სივრცეების მოძიებისა და დაჯავშნის პროცესის გამარტივებაა.

პლატფორმა მომხმარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს, მოდური ბარებიდან და რესტორნებიდან დაწყებული, ფარული სივრცეებით დამთავრებული, რომლებსაც ექსკლუზიური მდებარეობები აქვთ, ეს ყველაფერი კი სწრაფი და მოსახერხებელი ინტერფეისის საშუალებით.

გარდა ამისა, სტარტაპი იწყებს გამოწერაზე დაფუძნებულ სერვის Squares Pass-ს, რომელიც წევრებს აძლევს ექსკლუზიურ წვდომას 200-ზე მეტ სამუშაო სივრცეზე, სადაც მათ მუშაობა და შეხვედრების დაგეგმვა შეეძლებათ, ასევე მათ ექნებათ სპეციალური ფასდაკლებები და სხვა ექსკლუზიური შეღავათები.

Squares-ის გუნდის მიზანი სერვისების გაფართოება და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაა.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 81 ქვეყანაში დაფუძნებულ 2700-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 150-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $100 მილიონს აღემატება. 500 Global-ი კავკასიაში 500 Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები