მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სრიალის მოყვარულ სტუმრებს უფრო მეტი კომფორტი შევუქმენით", - პრესტური გუდაურსა და ყაზბეგში

5c715ba28324a
თელარა გელანტია
23.02.19 18:40
1018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გუდაურსა და ყაზბეგში მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის პრესტური გაიმართა.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურის ფარგლებში ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს კობი-გუდაურის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო დაათვალიერებინა და მედიას საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალზე ესაუბრა.

მედიატურში მონაწილეობა 30-მდე ჟურნალისტმა, ბლოგერმა, ოპერატორმა და ფოტოგრაფმა მიიღო.

„გუდაურში ჩვენ ფანტასტიური ინფრასტრუქტურა დაგვხვდა, გარდა იმისა, რომ აქ ულამაზესი ხედები და სასიამოვნო გარემოა, სასრიალო ტრასები ძალიან კარგ მდგომარეობაშია. კობი-გუდაურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული განვითარება მოხდა. სტეფანწმინდაში არსებულ სასტუმროებს, გესთჰაუზებს, სარესტორნო ბიზნესებს ეძლევათ საუკეთესო საშუალება პირველად უმასპინძლონ იმ ტურისტებს, რომლებიც გუდაურში სასრიალოდ ჩამოდიან. ასევე გვეძლევა საშუალება მთაზე გავშალოთ ტურისტული ნაკადი და აღარ მოხდეს კონცეტრირება კონკრეტულ საბაგიროებთან, კობი-გუდაურის ახალი საბაგიროთი სრიალის მოყვარულ სტუმრებს უფრო მეტი კომფორტი შევუქმენით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის: კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა 3 ხაზისგან და 111 გონდოლისგან შედგება. საბაგირო გზა 7 კილომეტრზე მეტია და ის საათში 2,800 მგზავრს ემსახურება. საბაგიროს გარშემო სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები