მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სროლის ფედერაციას ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილი უხელმძღვანელებს

5a3f57c4bab8f
BM.GE
24.12.17 11:27
5090
საქართველოს სროლის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. სასტუმრო "რადისონში" გამართულ სროლის ფედერაციის ვადამდელ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე დელეგატებმა, ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილი ერთხმად აირჩიეს.

თამაზ სომხიშვილზე ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია არ იძებნება. მისი სახელი 2016 წელს საქართველოს პრემიერმინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნახსენები. 2016 წელს ლონდონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტს ესწრებოდა, ქართულ დიასპორას მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შეხვდა. ამავე ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ქართველი ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილი, რომელმაც ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი შეიძინა და საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამისთვის.

სხვადასხვა ინფორმაციით, თამაზ სომხიშვილი 50 ყველაზე მდიდარ ქართველს შორის სახელდება და მისი ქონება ასეულობით მილიონ დოლარს აღწევს.

თამაზ სომხიშვილი ასევე არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეურვეო საბჭოს წევრი. ბიზნესასოციაციაში მისი კომპანია სს „აიდეკოა“ გაერთიანებული. საერთაშორისო განვითარების კომპანია „აიდეკო" საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე გამოჩნდა 2007 წელს. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია უძრავი ქონების განვითარება, მშენებლობის მენეჯმენტი, უძრავი ქონების მართვა და მომსახურება. საცხოვრებელი კომპლექსი „სახლი ოპერასთან" წარმოადგენს კომპანიის ერთ-ერთ განხორციელებულ პროექტს, რომელიც დასრულდა 2012 წელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები