ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებე, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციებს, რომელიც დღეს ძალაში შედის, სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მისი თქმით, ეს რეგულაციები არ არის პირველი ნაბიჯი და უახლოეს კვირებში მოხდება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ახალი, სამართლიანი თამაშის წესები შეიქმნას.
,,ეს იქნება ისეთი თამაშის წესები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ისეთი ტიპის ეკონომიკის ზრდას, რომელიც შეეხება თითოეულ მოქალაქეს”-განაცხადა ბახტაძე. ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ის აქცენტები, რომეიც გაკეთდება ახალ რეგულაციებში ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას.

























