20–22 ოქტომბერს „ტოიოტა კავკასიამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X da bZ4X Touring-ის პრეზენტაცია გამართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ტოიოტას სრულად ელექტრო მოდელები არა მხოლოდ პრეზენტაციაზე გაეცნოთ, არამედ რეალურ გზაზე, სხვადასხვა გარემოსა და დინამიკურ პირობებში გამოეცადათ. და რა საოცრებაა, რომ ეს გარემო არის ულამაზესი კახეთის მიდამოები შემოდგომაზე. კახეთში გამართული ღონისძიება Toyota bZ4X-ის ოჯახის ტექნიკური შესაძლებლობების ჩვენებაზე გაცილებით მეტი იყო.ტესტ-დრაივი, დინამიკური აქტივობები, კახეთის გარემო და იაპონური კულტურის ელემენტები ერთ საერთო იდეაში გაერთიანდა - წარმოეჩინა, როგორ შეიძლება სრულად ელექტრო ავტომობილი ერთდროულად იყოს ტექნოლოგიური, პრაქტიკული, კომფორტული და ემოციური. Beyond Electric სწორედ ამ მიდგომას გამოხატავს - ელექტრული ტექნოლოგიის მიღმა არსებული მართვის გამოცდილებას და ტოიოტას ხედვას მომავლის მობილობის შესახებ.






























