მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 35.2% - NCDC

61a9eae14501c
ინგა მურუსიძე
03.12.21 14:11
571
3 დეკემბერის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 211 839 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 183 932 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 41.7%.

ამასთან, სრულად ვაქცინირებულია 1 009 992 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.24%

2 დეკემბერს აიცრა 11 699 ადამიანი.

ყველაზე მეტი აცრა დედაქალაქში ჩატარდა - 3 889, იმერეთში - 1663, აჭარაში - 1318, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1271, ქვემო ქართლში -1013, კახეთში - 863, გურიაში - 543, შიდა ქართლში - 504, სამცხე-ჯავახეთში - 268, მცხეთა-მთიანეთში - 260 და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში - 107.

საქართველოში იმუნიზაცია 3 ვაქცინით მიმდინარეობს - „ფაიზერი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები