მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სრული დატვირთვისას, მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ ₾500-ით, ზოგ შემთხვევაში კი ₾800-ითაც გაიზრდება" - პრემიერი

პრემიერი

"2012 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება იყო 330 ლარი, მას შემდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ გავზარდეთ ხელფასი, მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის დაახლოებით 1200 ლარამდე, სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება, ზოგ შემთხვევაში 600, 700 და 800 ლარითაც კი და 1700 , 1800 ლარი გახდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, რომ მასწავლებლის ხელფასი იყოს დაბალი, არ იყოს შესაფერისი.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს არის მასწავლებლებისელფასების ზრდა. თუ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, რომ მასწავლებლის ხელფასი იყოს დაბალი, არ იყოს შესაფერისი. შედარებისთვის გეტყვით,2012 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება იყო 330 ლარი, წელს უკვე, მას შემდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ გავზარდეთ ხელფასი, მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის დაახლოებით 1200 ლარამდე. ეს, რა თქმა უნდა, ა არის საკმარისი, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხელფასები მასწავლებლებისთვის. საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი. 500 ლარით და მეტით. ზოგ შემთხვევაში 600, 700 და 800 ლარითაც კი და 1700 , 1800 ლარი გახდება მასწავლებლის ხელფასი. მაშინ, როცა 2012 წელს 330 ლარი იყო ხელფასი. ეს შედარებისთვის“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მინისტრის წინააღმდეგ გახშირდა დეზინფორმაციული კამპანია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მინისტრი და მისი გუნდი კარგად მუშაობს.

მე მინდა ასევე გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში, შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის ყოველდღე მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს სამინისტროს წინააღმდეგ, მინისტრის წინააღმდეგ. ეს რაზე მიუთითებს, მეგობრებო, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბატონი მინისტრი და მისი გუნდი კარგად მუშაობს, სწორ საქმეს აკეთებს. რა თქმა უნდა, ამ საქმეს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს და მის გუნდს, კიდევ ერთხელ და და ვუსურვო წარმატებები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები