მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბიუჯეტის მხრიდან ლარზე ნეგატიური გავლენა არ ყოფილა"

582f15a8373dc
BM.GE
18.11.16 18:50
1173
ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტის მხრიდან ლარზე ნეგატიური გავლენა არ არის. როგორც ხადურმა TV პირველის ეთერში განაცხადა ეკონომიკის სამინისტრო, ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ლარის საკიტხთან დაკავშირებით ერთობლივად მუშაოებენ.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბიუჯეტის და ფისკალური პოლიტიკის მხრიდან ლარზე ნეგატიური გავლენა არ ყოფილა. ამას ადასტურებს ყველა, ვისაც ოდნავი ობიექტურობა აქვს შერჩენილი. ამას აღიარებს, როგორც ეროვნული ბანკი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები", - განაცხადა ხადურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები