სალობიე "ბიას" ერთ-ერთი მფლობელი გიორგი იოსავა "ბიაში" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სტუმრობას, რასაც ახალგაზრდების პროტესტი მოჰყვა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“გავედი თუ არა ქალაქიდან, ჩემ სალობიე "ბია"ს ესტუმრა სალომე "ბუა"
სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს. #სტუმარიღვთისაა”, - წერს "ბიას" მფლობელი facebook-ის პირად გვერდზე.
ცნობისთვის: პრეზიდენტი სალობიედან დაცვის წევრებმა საპროტესტო შეძახილების ფონზე გაიყვანეს. სალომე ზურაბიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.

























