მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრული თანხვედრა გვაქვს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, იგივე გამოწვევები გაიარეს რაც ჩვენ - დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი
23.12.24 20:40
1080

"ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა განახლდება და ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა, ამის ბევრი წინაპირობა არსებობს, მათ შორის ის რომ ჩვენ ერთგვარი იდეოლოგიური საფუძველი გვაქვს, ანუ სრული თანხვედრა გვაქვს ახალ ადმინისტრაციასთან. მათაც იმ გამოწვევებთან მოუწიათ ალბათ დაპირისპირება, რა გამოწვევებიც მათ შორის ჩვენმა ხელისუფლებამ გაიარა და ეს მოგვცემს იმის საფუძველს რომ ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა შეიძლება გვქონდეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან 2025 წელს,"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მინისტრს დეტალურად არ უსაუბრია თუ რა საერთო გამოწვევებს ხედავს ის საქართველოსა აშშ-ის შორის. შესაძლოა მინისტრის ეს განცხადება იყოს ქართული ოცნების მაღალჩინოსნების იმ განცხადებების გაგრძელება, სადაც ისინი საუბრობენ მითოლოგიურ ორგანიზაციებზე, როგორიცაა "გლობალური ომის პარტია" და ახლა უკვე ე.წ. "Deep State"-ი და აღნიშნავენ, რომ იმედოვნებენ რომ ტრამპი "ამ ძალების განეიტრალებას შეძლებს".

ამასთან, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის მიერ ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირება ქვეყანაზე ნეგატიურად აისახება და იმედოვნებს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არსებული ვითარება შეიცვლება.

"ბუნებრივია ეს [სანქცირება] ნეგატიურად აისახება. ბუნებრივია ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ისიც ვთქვი, რომ მე დარწმუნებული ვარ და ამის საფუძველი გვაქვს რომ ჩვენ ამ მდგომარეობას შევცვლით და გამოვასწორებთ. ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვექნება ჩემი მოლოდინით და დარწმუნებული ვარ ამაში, ძალიან მჭიდრო და კარგი თანამშრომლობა,"- განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები