BMW ჯგუფი წარადგენს ახალ, სრულიად ელექტრო მოდელს BMW iX4, რომელიც BMW საქართველოს შოურუმშიც იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნული მოდელი მომხმარებელს მართვის სიამოვნების სრულიად ახალ განზომილებას სთავაზობს. ის
BMW-ს წარმოების ახალი ეპოქის, Neue Klasse-ის მესამე გამოშვებას წარმოადგენს, რომლის დიზაინიც აერთიანებს ბრენდის ისტორიულ დნმ-სა და დიდ ნახტომს თანამედროვე ტექნოლოგიებში.

ახალი BMW iX4-ის გამოჩენა საქართველოს პრემიუმ ავტობაზრისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ადგილობრივი მომხმარებელი, რომელიც BMW-სგან ტრადიციულად მაქსიმალურ დინამიკას, სიმძლავრესა და სპორტულ ხასიათს ითხოვს, iX4-ის სახით კი იღებს მოდელს, რომელიც ფანტავს ელექტრომობილების მიმართ არსებულ სკეპტიციზმს. BMW iX4 ბაზარზე სამი სხვადასხვა სიმძლავრის ვერსიით გამოდის და სამივე მათგანი ოთხივე წამყვანი თვლითაა აღჭურვილი. პირველ ეტაპზე „BMW საქართველო“ ბაზარს BMW iX4 50 xDrive-ს შესთავაზებს. ეს მოდიფიკაცია ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნებს იდეალურად ჰპასუხობს: ავტომობილი 469 ცხენის ძალას ავითარებს და 100 კმ/სთ-მდე ასაკრეფად სულ რაღაც 4.9 წამი სჭირდება. სისწრაფესთან ერთად კი, ეს მოდელი გზაზე საოცრად მყარი და მორჩილია.

მე-6 თაობის eDrive ტექნოლოგიით აღჭურვილი BMW iX4 შორ მანძილზე მგზავრობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს: ავტომობილს ერთი დამუხტვით 828 კილომეტრამდე გავლა შეუძლია, ულტრასწრაფი (400 კვტ) დამუხტვა კი პროცესს წუთებში ასრულებს. ავტომობილს აქვს 400 კვტ-მდე ულტრასწრაფი დამუხტვის ტექნიკური მხარდაჭერა, რაც შესაბამის სადგურზე 10 წუთში 387 კმ-ის მარაგის შევსების საშუალებას იძლევა. ამასთან, ინტეგრირებული ჭკვიანი სისტემის წყალობით iX4 სრულად თავსებადია არსებულ სტანდარტულ (400V) სწრაფ დამტენებთანაც.
ავტომობილის „ტვინი“ ოთხი მძლავრი სუპერკომპიუტერისგან შედგება. მათ შორის უმთავრესია „Heart of Joy“, რომელიც მართვის დინამიკასა და მანევრულობას წამიერად, უპრეცედენტო სიზუსტით აკონტროლებს, ხოლო ჭკვიანი სისტემა BMW Symbiotic Drive მძღოლს საჭესა და მუხრუჭზე მაქსიმალურ კონტროლს უნარჩუნებსა მის მანევრებს შეუმჩნევლად უწყობს ხელს.

ინტერიერის ციფრული გამოცდილების ფუნდამენტური ღერძია BMW Panoramic iDrive, რომელსაც ინტუიციური მართვა და მძღოლზე ფოკუსირების ტრადიციული ბავარიული პრინციპი სრულიად ახალ სიმაღლეზე აჰყავს. ამასთან, ყოვლისმომცველი ეკოლოგიური კონცეფცია ავტომობილის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში CO₂e ემისიებს საგრძნობლად ამცირებს.
ავტომობილის ექსტერიერი Neue Klasse-ისთვის დამახასიათებელი თვალშისაცემი, მკვეთრი პროპორციებით გამოირჩევა და საბაზისო ვერსიიდანვე მოიცავს M Sport-ის პაკეტს. სალონში კი სრული ციფრული რევოლუციაა: BMW Panoramic Vision ინფორმაციას საქარე მინის მთელ ქვედა ზოლზე აპროეცირებს. მგზავრობის უსაფრთხოებასა და კომფორტს ასევე განაპირობებს 490 –1,600 ლიტრამდე ტევადობის საბარგული, წინა 58-ლიტრიან სათავსოსთან ერთად.
გლობალური პრემიერების კვალდაკვალ BMW ჯგუფის ოფიციალური იმპორტიორი “ჯი-თი მოტორსი“ ცდილობს ადგილობრივი ბაზრის მომხმარებელს საავტომობილო ინდუსტრიის მოწინავე და უახლესი მოდელები შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ Neue Klasse-ის პირველი მოდელი „BMW საქართველოს“ შოურუმში უკვე რამდენიმე თვეა წარმოდგენილია და წარმატებით იყიდება. ახალი BMW iX4-ის საქართველოს შოურუმში გამოჩენის ზუსტი თარიღები კი „ჯი-თი მოტორსის“ საკომუნიკაციო არხებით გახდება ცნობილი.























