მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არაა საუბარი "თიბისი ჯგუფის" ხელში ჩაგდებაზე"

5c73ca0ec336a
სალომე მეცხვარიშვილი
25.02.19 14:55
1116
"სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ აქ არ არის საუბარი “თიბისი ჯგუფის” ხელში ჩაგდებაზე, ეს არის აბსოლუტური უაზრობა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ “თიბისის” გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, “თიბისის” საქმეზე ლაპარაკი არავის არგებს.

"Fitch- ის რეიტინგის მომატება მეტყველებს იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოება უფრო და უფრო პოზიტიურად უყურებს საქართველოს. რეიტინგის მომატება დაეხმარება ანაკლიის პორტს, რადგან მათაც გაუადვილდებათ ფინანსების მოპოვება, რომლებიც საჭიროა ამ პროექტისთვის. ჩემთვის გასაგებია, რომ „თიბისის“ საქმე და ლაპარაკი ამ თემაზე არავის არ გვარგებს. ეს არ არის კარგი. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მშვიდობიანად და სასიკეთოდ დასრულდება როგორც - ინვესტორებისთვის, ასევე ჩვენთვის, ქვეყნისთვის", - განაცხადა ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები