მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სს imovies.ge-ს წილის 40% -ს შპს "დიჯითალ ედსი" შეიძენს

5857de40ade6d
BM.GE
19.12.16 17:16
2393
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულს კომისიას განცხადებით სს „აიმუვის ჯი"-მ მიმართა და კომისიისგან მისი პარტნიორის - ფიზიკური პირის შოთა ჩლაიძის 40%-იანი წილის შპს „დიჯითალ ედსის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობა მოითხოვა.

კომისიამ კომპანიების საქმიანობა და მათთან აფილირებული პირების შესახებ დოკუმენტაცია შეისწავლა და დაადგინა, რომ შპს „აიმუვის ჯი“-ს პარტნიორის ფიზიკური პირის შოთა ჩლაიძის 40%-ის შპს „დიჯითალ ედსის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე ვერ მოახდენს, შესაბამისად კომპანიებს წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები