მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სს „საქართველოს კლინიკები“ - ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელი

საქართველოს კლინიკები
14.06.24 10:00
5295

სამედიცინო სექტორის ორი მსხვილი ჰოსპიტალური ქსელის, სს „ვიანისა“ (ყოფილი სს „ევექსის ჰოსპიტლები“) და სს ,,ევექსის კლინიკების“ რეორგანიზაციის შედეგად სამედიცინო სექტორში ახალი კომპანია, სს ,,საქართველოს კლინიკები“ გამოჩნდა.

საქართველოს კლინიკების ქსელი, ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 27 სამედიცინო დაწესებულებას და წარმოდგენილია, როგორც თბილისში, ასევე აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში.

კომპანიის მიზანია პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და ფართო სპექტრის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების შეთავაზებით.

ქსელის მასშტაბით აქტიურად ხორციელდება იმ სამედიცინო სერვისების დანერგვა და განვითარება, რომელიც სრულად უპასუხებს საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის, მაღალმთიან და ქვეყნის დედაქალაქისგან მოშორებით მდებარე ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში მცხოვრები ბენეფიციარების საჭიროებებს.

საქართველოს კლინიკები, უწყვეტი განვითარების ფარგლებში, მომავალშიც უზრუნველყოფს, რომ, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს მოსახლეობის საყოველთაო წვდომა ჯანდაცვის საბაზისო სერვისებზე და მეორე მხრივ, დანერგოს პაციენტზე ორიენტირებული ინოვაციური სამედიცინო სერვისები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები