მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"SSA Marine-ს მოთხოვნაა, ანაკლიის პორტი გარკვეული პერიოდით ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი იყოს"

5d389df095183
ლიკა გურაბანიძე
24.07.19 23:00
1678
„პორტის ოპერატორი კომპანია SSA Marine-ის მხრიდან გარკვეული ექსკლუზივის ტიპის მოთხოვნებია, რომ ანაკლია გარკვეული პერიოდით ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი იყოს,“- ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

როგორც ახვლედიანი განმარტავს, წერილი, რომელიც 10 დღის წინ ამერიკული ოპერატორის მხრიდან მიიღეს, ამჟამად მთავრობასთან არის გაგზავნილი. მისივე განმარტებით SSA Marine-ს ეს მოთხოვნა ამ დრომდე არ ჰქონია.

„ჩვენ ოპერატორი შემოვატრიალეთ, რომელსაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ჰქონდა და დღემდე აქვს პროექტის სრულყოფილ მხარდაჭერასთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან და განსაკუთრებით ეს გამოწვეული იყო იმისგან, რომ ცალსახაა, რომ ღრმაწყლოვანი პორტი ერთი უნდა იყოს საქართველოში. ამის ბაზარი არ არსებობს, რომ ორი ღრმაწყლოვანი პორტი იყოს. ის, რაც მაისში მოხდა გამოიწვია ჩვენი ამერიკელი ოპერატორის SSA Marine-ის მხრიდან კითხვის ნიშნები, მათ დამატებითი პირობები წააყენეს​.

10 დღის წინ ჩვენ წერილი მივიღეთ მათი. ასევე მთავრობასთან გვაქვს გაგზავნილი და აქაც მსჯელობა იგეგმება, თუ როგორ მივაღწიოთ კონსესუსს იმ მოთხოვნებზე, რა დამატებითი მოთხოვნებიც დააყენა ოპერატორმა. ეს გარკვეული ექსკლუზივის ტიპის მოთხოვნებია, რომ ანაკლია გარკვეული პერიოდით ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი იყოს. ეს აქამდე არ ყოფილა,ახლა გარკვეული გარანტიები მოითხოვეს“ - განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში ლევან ახვლედიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები