"სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ფარგლებში, პროგრამული უზრუნველყოფის სერვისების გამარტივებული წესით შესყიდვას ითხოვს. 5,5 მილიონი ლარი, საკუთრივ პროგრამული უზრუნველყოფის შეძენაზე უნდა დაიხარჯოს. გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნის საფუძველი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებაა.
ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდა, რაც ქვეყანას ენერგეტიკის სფეროში რეფორმების გატარებას ავალდებულებს. სწორედ ამ მიზნით ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ და ეკონომიკის სამინისტრომ 2018 წლის 19 მარტს ორ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან - Nord Pool Consulting-თან და BLUEBERRIES GmbH-თან, თნამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. სახელმწიფო შესყიდვით გასაწევ სამუშაოებს, სწორედ ეს ორი კომპანია შეასრულებს.

























