მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სსფ: "2015 -2016 წლებში საქართველოს ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა იყო 2,8%, რაც საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის ყველზე მაღალი მაჩვენებელია"

58b6a1814ee24
BM.GE
01.03.17 14:23
1845
2015 -2016 წლებში ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა იყო 2,8%, რაც საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის ყველზე მაღალი მაჩვენებელია, ჩინეთის გარდა, -ამის შესახებ „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის“ ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა.

„აღნიშნული პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და მოხარულები ვართ რომ ამ შეთანხმებას მივაღწიეთ. საქართველოს ეკონომიკა მდგრადია მიუხედავად 2014 წელს დაწყებული საგარეო შოკისა. 2015 -2016 წლებში ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა იყო 2,8%, რაც საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის ყველზე მაღალი მაჩვენებელია, ჩინეთის გარდა. ზრდის შემდგომი მამოძრავებელი იქნება ხელისუფლების დაგეგმილი რეფორმების სწრაფი განხორციელბა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სწრაფი ინვესტიციების მოზიდვას. საშუალოვადიან პერიოდში უნდა განხორციელდეს ფისკალური კონსოლიდაცია, რომლის ფარგლებში არ შეფერხდება სახელმწიფოს ინვესტიციები და სოციალური ხარჯები”,- განაცხადა „საერთაშრისო სავალუტო ფონდის“ მისიის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები