საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა უკრაინაში განაცხადა, რომ კიევისთვის მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე დამოუკიდებელი პროფესიონალის დანიშვნა, რომელიც ორშაბათს პოსტიდან ვალერია გონტარევას წასვლის შემდეგ, რეფორმებს გააგრძელებს.
უკრაინის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტს გადადგომის განცხადებით მიმართა.
"ბანკის მმართველი უნდა შევაქოთ უკრაინის ეროვნული ბანკის პროფესიონალურ და დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, საბანკო სისტემის გაწმენდისთვის, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სათუთი მართვისთვის და მიღწევებისთვის ინფლაციის შემცირებაში და რეზერვების აღდგენაში", - ნათქვამია ჟერონ ვაშერის კომენტარში, რომელიც მან Reuters-ს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიაწოდა.
ვალერია გონტარევას მმართველობის დროს, უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა უარი თქვა გრივნას ფიქისირებული კურსის პოლიტიკაზე და საბანკო სექტორის რეფორმა ჩაატარა, რომლის ფარგლებში ბანკების ნახევარი დაიხურა, მესაკუთრეთა სტრუქტურის გაუმჭვირვალობის ან გადახდისუუნარობის გამო.
გაბედულმა ნაბიჯებმა დასავლელი ექსპერტების და კრედიტორების მოწონება დაიმსახურა. მათ შორის სავალუტო ფონდის, რომელმაც უკრაინაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერა 4-წლიანი $17,5-მილიარდიანი პროგრამით გააკეთა, თუმცა პროტესტი გამოიწვია ქვეყნის შიგნით.

























