მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სსფ მიესალმება უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების ბოლოდროინდელ ზრდას"

57d02d3f514bf
BM.GE
07.09.16 19:05
1405
"ფონდი მიესალმება ხელისუფლების ნაბიჯებს ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ ქართულ Forbes-თან ინტერვიუში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა. მერსედეს ვერა მარტინის თქმით, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ მაკროეკონომკური სტაბილურობა (მათ შორის დაბალი და სტაბილური ინფლაციის დონე) და გაცვლითი კურსის მოქნილობა ეხმარება ეკონომიკას წარმატებულ დედოლარიზაციაში.

"საქართველოს ეკონომიკური შედეგები იმედის მომცემია და ინფლაციის თარგეტირების წარმატებულმა რეჟიმმა თავისი როლი უნდა ითამაშოს დოლარში დაზოგვისა და სესხების მიმზიდველობის შემცირებაში. გაცვლითი კურსის მოქნილობა ნაკლებად მიმზიდველს ხდის უცხოურ ვალუტაში სესხებას და/ან გასესხებას. სსფ მიესალმება უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების ბოლოდროინდელ ზრდას და იმავდროულად ადგილობრივ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას, რაც ხელს შეუწყობს დედოლარიზაციის პროცესს.

ჯანსაღ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ხელისუფლების დედოლარიზაციის სტრატეგია ფინანსურ სისტემაში ლარის გამოყენების დამატებით სტიმულს ქმნის. სტრატეგია სწორად არის ფოკუსირებული საბანკო დეპოზიტების ლარში განთავსების მიმზიდველობის ზრდაზე; იმის უზრუნველყოფაზე, რომ ბანკებმა სრულად აღიარონ დოლარის სესხებთან დაკავშირებული რისკები; დოლარის სესხების შეზღუდვაზე იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც არ აქვთ სტაბილური შემოსავალი დოლარში; იმ ხარჯებისა და რისკების შემცირებაზე, რომლებიც ბანკებს ლარში სესხების გაცემისას უჩნდება; და უძრავი ქონების სექტორის წახალისებაზე ფასები ლარში იყოს დენომინირებული", - განაცხადა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები