მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტაბილურობის გერმანული საზომი - როგორ მუშაობს პროკრედიტ ბანკი დღეს?

5ea01944bba7d
BM.GE
22.04.20 11:52
2536
დღეს Covid-19 ის პანდემია რიგი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყნებს, გამონაკლისი, არც საქართველოა. ასეთ დროს ძლიერი ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან თანამშრომლობის მზაობა და ბაზრის პროაქტიული მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

დღეს, როგორც არასდროს, მომხმარებლებს ფინანსური პარტნიორისგან, უწყვეტი, სწრაფი და უსაფრთხო საბანკო მომსახურების მიღება სჭირდებათ.

თუ როგორია დღეს საქართველოში მოქმედი გერმანული ბანკის სტაბილურობის საზომი და რა სტანდარტებით, სიახლეებით განაგრძობს მუშაობას, ამის შესახებ "პროკრედიტ ბანკის" ბიზნეს განყოფილების სპეციალისტს ანა ბოჭორიშვილს და ბანკის ფიზიკური პირების დეპარტამენტის უფროსს გრიგოლ სალიაშვილს BM.ge ესაუბრა.

"საქართველოში საქართველოსთვის" - ძლიერი გერმანული ბანკი სწორედ ამ პრინციპით განაგრძობს დღეს საბანკო სფეროში საქმიანობას და ქართული ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის, გარემოებების მიუხედავად, ერთგულ და სტაბილურ პარტნიორად რჩება. დღეს ბანკი ძირითად აქცენტს თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე, საბანკო სერვისების დისტანციურ უზრუნველყოფასა და რისკების მართვაზე აკეთებს", - განმარტავს გრიგოლ სალიაშვილი და დასძენს, რომ 2018 წლიდან ბანკის მიერ შემუშავებულმა და დანერგილმა სტრატეგიამ, რაც კლიენტების დისტანციურად მომსახურებას გულისხმობს, დღეს მთლიანი საბანკო სექტორისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

ამასთანავე, "პროკრედიტ ბანკი" მისი სტრატეგიის ფარგლებში, დამატებითი ონლაინ სერვისების კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებაზე აკეთებს აქცენტს, რაც მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად ყველა საჭირო საბანკო სერვისის მიღების საშუალებას მისცემს.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ციფრული პლატფორმებით და პლასტიკური ბარათებით, მომხმარებელს უსაფრთხო ონლაინ გადახდების, უნაღდო ანგარიშსწორების და დისტანციურად მომსახურების მიღების კომფორტულ საბანკო სივრცეს ვთავაზობთ. მალე ბანკის ფილიალების ქსელს, კიდევ ერთი, ონლაინ ფილიალი შეემატება - დაცული და კომფორტული გარემო როგორც მიმდინარე, ასევე ახალი კლიენტებისთვის, სივრცე, რომელიც მომსახურების მიღების შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად იძლევა, ფილიალი, რომელიც მუდამ იქ იქნება, სადაც კლიენტს სურს", - აცხადებს სალიაშვილი.

ბანკმა, შექმნილ ვითარებაში, დისტანციურ საბანკო სერვისების სწრაფ განვითარებასთან ერთად, უპირველეს ამოცანად ბიზნესების მხარდაჭერა დაისახა.

"ინდივიდუალურად განვიხილეთ ყველა იმ ბიზნეს კლიენტის მდგომარეობა, ვინც დღეს გარკვეული ფინანსური სიძნელის წინაშე აღმოჩნდა და მათ საჭიროებაზე მორგებული პირობები შევთავაზეთ, რაც ბიზნეს სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრულ საშეღავათო პერიოდსაც მოიცავდა. დღეს, ბანკი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ბიზნეს კლიენტების მომსახურებას, იქნება ეს დაფინანსება, დეპოზიტის განთავსება თუ ნებისმიერი სხვა საბანკო ოპერაცია. კლიენტების მომსახურების პროცესი უმეტეს შემთხვევაში სრულად დისტანციურია. ამის საშუალებას კი გვაძლევს იმთავითვე შექმნილი უსაფრთხო და მოსახერხებელი ელექტრონული გარემო", - განმარტავს ბანკის ბიზნეს განყოფილების სპეციალისტი ანა ბოჭორიშვილი.

"პროკრედიტ ბანკში" ასევე აღნიშნავენ, რომ სიახლეები ყველაზე მეტად თანამშრომელთა სამუშაო ადგილების გადისტანციურებას შეეხო. კადრების 80% დღეს უკვე სახლიდან, ონლაინ პლათფორმების გამოყენებით მუშაობს. ცვლილებები არ შეხებია დასაქმებულთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებს, უბრალოდ სწავლების პროცესმა დროებით ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. ბანკი ასევე უწყვეტად განაგრძობს ახალი კადრების შერჩევის პროცესს. ბანკში განმარტავენ, რომ სოციალური დისტანცირებისას ერთმანეთთან კომუნიკაციას მნიშვნელოვნად აადვილებს თანამშრომელთა მეგობრული გუნდი და ერთიანი კორპორატიული ენა.

და ბოლოს, როგორც ანა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, დღეს საქართველოში პანდემიას საჯარო და კერძო სექტორი ძლიერ თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდა, რაც გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ ერთობლივი ქმედებებით რთული გამოწვევების დაძლევას შევძლებთ.

(NS)


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები