მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Stadler საქართველოში წარმოებას, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლოდან დაიწყებს

5956311d09303
BM.GE
30.06.17 15:06
1286
კომპანია Stadler საქართველოში წარმოებას, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლოდან დაიწყებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანიის პრეზიდენტმა პიტერ შპულერიმ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია ვაგონების შექმნას მთელი რეგიონისთვისაც არ გამორიცხავს.

"დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, სადაც დეტალურადაა გაწერილი თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ საქართველოს თანამედროვე სარკინიგზო ტექნიკა ჰქონდეს. აქ იგულისხმება როგორც მეტრო, ასევე საძილე და ორსართულიანი ვაგონები. საქართველოში ჩვენ შევქმნით სააქციო საზოგადოებას.

მოხარულები ვართ, რომ საქართველოსთან ეს თანამშრომლობა შედგა, თქვენმა ქვეყნამ მოდერნიზაციის პერიოდი უმაკლეს ვადებში გაიარა. რაც შეეხება მორიგ ნაბიჯებს, შესაძლებელია რომ მომავალში უკვე ვაგონები მთელი რეგიონისთვისაც შექმნით“, - ამბობს კომპანიის პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები