მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სტაგნაციის პერიოდი გვაქვს“ - სასტუმრო „ვინოტელის“ მფლობელი

6426d6291036f
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.23 18:18
3421
სასტუმრო „ვინოტელის“ მფლობელი ბენო ქაშაკაშვილი აცხადებს, რომ სასტუმროს დატვირთულობის მხრივ სტანგაციის პერიოდი აქვს, რაც კომპანიის ბრუნვაზე უარყოფითად აისახება.

BM.GE-სთან ტურიზმის აღდგენის საკითხზე საუბრისას, ბენო ქაშაკაშვილმა აღნიშნა, რომ ტურისტების მსყიდველუნარიანობის შემცირების გამო სასტუმროში განთასების ფასები დაახლოებით 10%-ით შეამცირეს. თუმცა რამდენით შემცირდა კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები არ აკონკრეტებს.

„ჩვენ დატვირთვის კუთხით კმაყოფილები არ ვართ, რადგან პანდემიის შემდეგ მდგომარეობა ძალიან შეიცვალა. მოთხოვნა, რომელიც არსებობდა და ის სტუმრები, რომლებიც გადამხდელუნარიანები იყვნენ, იმდენს ვეღარ იხდიან. სასტუმროების ნაწილში სტაგნაცია მოხდა, რაც აისახა ბრუნვებზე, დაკვეთებზე, ჩეკის ღირებულებაზე და ა.შ. ბრუნვები საგრძნობლად შემცირებულია, თუმცა დაკონკრეტება არ მსურს. ტურისტები მოდიან, თუმცა გადახდისუნარიანნი აღარ არიან. ამის გამო თბილისის სასტუმრო „ვინოტელში“ ფასები დაახლოებით 10%-ით შევამცირეთ. ჩვენ სულ 13 ნომერი გვაქვს და მეტად ფასის შემცირება აღარ შეგვიძლია“, - განმარტა ქაშაკაშვილმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა დაახლოებით 1.5 წლის წინ მესტიაში ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილზე სასტუმრო „სამი მთა ვინოტელ რეზიდენსი“ გახსნა, რომლის დატვირთულობა ასევე დაბალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები