მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტალინის ₾66 000-იანი ნახატი, იარაღები, უძრავი ქონება... - რა ქონებას ფლობს ბეჟან წაქაძე?

ბეჟან წაქაძე

სტალინის, ტიმჩენკოს, ახვლედიანი ძვირადღირებული ნახატები, ცეცხლსასროლი იარაღები, უძრავი ქონება და დანაზოგი ნაღდი ფულის სახით - ასეთია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ბეჟან წაქაძის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც მან 2025 წლის მდგომარეობით წარადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს მან პარლამენტში დეპუტატის პოზიციაზე 114 097 ლარის ხელფასი აიღო, ამასთან ბეჟან წაქაძე წერს, რომ ანაბრიდან საპროცენტო შემოსავალი 238 ლარი ჰქონდა, მივლინებისთვის 534 ლარი დაურიცხეს, ანგარიშზე კი 3 600 ლარი შეიტანა. ცოლის შემოსავლები დეპუტატს მითითებული არ აქვს.

ბეჟან წაქაძეს ნაღდი ფულის სახით 22 300 ლარის დანაზოგი აქვს, საქართველოს ბანკის ანაბარზე კი 2 115 ლარი უდევს.

„ოცნების“ დეპუტატს შვილმა გასულ წელს LAND ROVER აჩუქა. 2014-წლიანი ავტომობილის ღირებულება 20 000 დოლარი იყო. მის ცოლს ნონა ბურკაძე LEXUS GX 470-ს ფლობს, რომელიც 2016 წელს 15 000 ლარად აქვს ნაყიდი.

ამასთან, დეკლარაციაში წაქაძე აღნიშნავს, რომ მან 2025 წელს 80 500 ლარი ქველმოქმედებაზე დახარჯა.

უძრავი ქონება

ბეჟან წაქაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ რიგებსა და პოლიტიკაში 2020 წელს ბიზნესიდან მოვიდა, დეკლარაციაში უთითებს არაერთ ბინას, მიწის ნაკვეთებს და აგარაკებს, რომლებსაც ის და ცოლი ფლობენ. ყველაზე ბოლოს დეპუტატმა 2024 წლის ბოლოს ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში 9 მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღო. მისივე საკუთრებაშია ამავე სოფელში 3 000 ლარად ნაყიდი 500 კვ.მ.-ის მიწა და ნაჩუქარი 4 371 კვ.მ. მიწა. მისი ცოლი ნონა ბურკაძე ფლობს ასევე 2015 წელს 9910 ლარად ვანში სოფელ მუქედში ნაყიდ და ციხესულორში მემკვიდრეობით მიღებულ მიწებს. ბურჯაძის საკუთრებაშია თბილისში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე 2012 წელს 16 500 ლარდ შეძენილი 16.5 კვ.მ-ის ავტოფარეხი და 73.5 კვ.მ-ის სახელოსნო, რომელიც მან 194 949 ლარად 2012 წელს შეიძინა, ჭავჭავაძის გამზირზე 2013 წელს 33 000 ლარად შეძენილი ავტოფარეხი და ილო მოსაშვილის ქუჩაზე ჩუქებით მიღებული 86 კვ.მ-ის დამხმარე ფართი. მოსაშვილის ქუჩაზე მას ჩუქებით აქვს ასევე მიღებული 142.8 კვ.მ.-ის ტექნიკური მოხმარების ტერასა.

ამასთან ნონა ბურკაძის სახელზეა:

  • 2013 წელს 132 000 ლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი სოფელ წავკისში;
  • თბილისში, ინგოროქვას ყუჩაზე 446 კვ.მ.-ის ბინა, რომელიც 2012 წელს 2 640 000 ლარად იყიდა;
  • სამტრედიის ქუჩაზე 2012 წელს 105 600 ლარად ნაყიდი ბინა;
  • 2013 წელს 1 069 200 ლარად შეძენილი აგარაკი წავკისში;

ბეჟან წაქაძე კი ფლობს:

  • ილია ჭავჭავაძის გამზირზე 94.6 კვ.მ-ის ბინას;
  • 2005 წელს 132 000 ლარად თბილისში, მუხიანის III მ/რ ში შეძენილი 74 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართი;
  • მთაწმინდის ქუჩაზე 2016 წელს 39 600 ლარად შეძენილი ავტოფარეხი;
  • აბაშიძის ქუჩაზე 576 კვ.მ.-ის ფართის ბინა, რომელიც 2016 წელს 2 673 000 ლარად შეიძინა;
  • კიევში 2015 წელს, 825 000 ლარად შეძენილი 85 კვ.მ.-ის ბინა;
  • სოფელ წოდორეთში, 1 507 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთ, რომელიც 2020 წელს 497 310 ლარად იყიდა;
  • თბილისში, პავლე ინგოროყვას ქუჩაზე 100 კვ.მ.-ის სამზარეულო და დამხმარე ფართი, რომელიც 2020 წელს 132 000 ლარადაა შეძენილი;
  • სოფელ წოდორეთში, 266 კვ.მ. ფართის აგარაკი, რომელიც ბეჟან წაქაძემ დეპუტატობამდე რამდენიმე წლით ადრე 1 756 128 ლარად იყიდა.

ფერწერული ტილოები და იარაღი:

ბეჟან წაქაძის საკუთრებაშია სხვადასხვა წელს შეძენილი სტალინის, ოლეგ ტიმჩენკოს, ელენე ახვლედიანის, შერპალოვის და გია ბუღაძის 8 ფერწერული ტილო, რომელთა საერთო ღირებულება 676 500 ლარს აღწევს:

  • სტალინის „თაიგული“ - შეძენილია 2016 წელს 66 000 ლარად;
  • ბ. შერპალოვის ნატურმორტი - შეძენილია 2013 წელს 82 500 ლარად;
  • ბ. შერპალოვის გემი - შეძენილი 2014 წელს 148 500 ლარი;
  • ო.ტიმჩენკოს „პრინცესა“ – შეძენილია 2013 წელს 165 000 ლარად;
  • ო.ტიმჩენკოს „თაიგული“ - შეძენილია 2013 წელს 49 500 ლარად;
  • ე. ახვლედიანის „ბელინსკის ქუჩა“ - შეძენილია 2014 წელს 66 000 ლარად;
  • ე. ახვლედიანის „ზამთარი“ - შეძენილია 2014 წელს 66 000 ლარად;
  • გ. ბუღაძის პეიზაჟი - შეძენილია 2019 წელს 33 000 ლარად;

ძვირადღირებული ნივთებიდან ბეჟან წაქაძის საკუთრებაშია ასევე:

  • 2010 წელს 49 500 ლარად ნაყიდი Chopard-ის საათი;
  • 2016 წელს 82 500 ლარად ნაყიდი ცეცლსასროლი იარაღი მოოქროვილი პარაბელუმით;
  • 2017 წელს 37 950 ლარად ნაყიდი მაუზერი ხის ჩასადებით.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი წილებს 8 კომპანიაში ფლობს, თუმცა დეკლარაციის თანახმად, წილების მართვის უფლება სხვა პირზე აქვს გადაცემული. ეს კომპანიებია:

  • შპს სოლიდიფლობს 40%-იან წილს;
  • შპს ლაგრანდე დიმორაფლობს 50%-იან წილს;
  • შპს დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრიფლობს 50%-იან წილს;
  • შპს ჯდჯ პალასიფლობს 100%-იან წილს;
  • შპს ჯდჯ პლაზაფლობს 100%-იან წილს;
  • შპს ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ +ფლობს 50%-იან წილს;
  • შპს ჯდჯ იმერეთიფლობს 100%-იან წილს;
  • შპს მაგნოლიაფლობს 100%-იან წილს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები