"სტამბა" Telegraph-ის საუკეთესო სასტუმროების რეიტინგში მოხვდა
"სტამბა" Telegraph-ის საუკეთესო სასტუმროების რეიტინგში 10-დან 9 ქულით შეფასდა.
"ყოფილი საბჭოთა ეპოქის Stamba განსხვავებული დიზაინის სასტუმროდ იქცა, სადაც შუშის გამჭვირვალე აუზი და გრანდიოზული კაფე შეგხვდებათ. სამზარეულო სტუმრებს ტრადიციული ქართული საკვებით უმასპინძლდება. 'სტამბა’ შესანიშნავად ერგება დედაქალაქის სტილს", - წერია სტატიაში.
ასევე აღწერილია სასტუმროს დიზაინი, ოთახები, ლოკაცია და სერვისები, აღნიშნულია ისიც, რომ სასტუმროს ბოლო სართულზე მდებარე რესტორნიდან და აუზიდან შესანიშნავი ხედები იშლება.
სტატიის მიხედვით, სასტუმროში ერთი ღამის გათენება დაახლოებით, 737 ლარი (224£) ჯდება.