მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტამბოლის მერს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - თურქეთში გუშინ ღამე 323 დემონსტრანტი დააკავეს

სტამბოლის მერი

სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა – 53 წლის იმამოღლუს წინააღმდეგ გამოძიება კორუფციის ბრალდებით მიმდინარეობს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმამოღლუ, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი მეტოქეა, სასამართლო პროცესის დასრულებამდე პატიმრობაში დარჩება.

პარალელურად, გუშინ ღამის განმავლობაში სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 323 ადამიანი დააკავეს - ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაია წერს.

„ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც აზიანებს საზოგადოებრივ წესრიგს, დაუშვებელია“, – წერს ალი იერლიკაია სოციალურ ქსელ „იქსზე“.

ცნობისთვის, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს. ეკრემ იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. გამოძიების ფარგლებში სულ დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები