სტამბოლის მერი, ეკრემ იმამოღლუ, შესაძლოა, ოთხწლიანი პატიმრობის წინაშე აღმოჩნდეს. მიზეზი, მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაა, რომელსაც ქვეყნის მთავარი პროკურორი უძღვება. ეს საქმე უკავშირდება 2019 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც იმამოღლუმ მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი დაამარცხა.
იმამოღლუს, რომელიც ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წევრია, ადანაშაულებენ სასამართლოს შეურაცხყოფაში და გამოძიების პროცესში ექსპერტის ჩვენებაზე გავლენაში.
მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ეს ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს იმამოღლუს პოლიტიკური კარიერის დასრულებას. განსაკუთრებით, ახალი არჩევნების წინ.
თურქეთის ხელისუფლება უარყოფს პოლიტიკურ მოტივაციას და აცხადებს, რომ საქმე სამართლებრივ პროცესს წარმოადგენს. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოება და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ თურქეთში ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ სამართლებრივი დევნის გამო.




























