მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტამბოლში აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის მეორე რაუნდი დასრულდა

სტამბოლი

სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრა სტამბოლში აშშ-ის გენერალური საკონსულოს რეზიდენციაში 6.5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

შევედრის შემდეგ მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა, საერთაშორისო მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ განიხილეს საელჩოების ფუნქციონირება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების ფარგლებში.

მანამდე, 18 თებერვალს, ერ-რიადში ერთმანეთს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც 18 თებერვალს თურქეთში იმყოფებოდა ნეგატიური შეფასება მისცა შეხვედრას, რომელსაც უკრაინის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

მოგვიანებით, რუბიომ განმარტა, რომ ერ-რიადში შეხვედრაზე არ იყო საუბარი უკრაინაზე. მხარეებმა აშშ-სა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ისაუბრეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრაქტიკულად შეჩერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები