სტამბოლი აზერბაიჯანი-საქათველო-თურქეთის ერთობლივ ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ფორუმი უკვე მეხუთედ იმართება და ის 16 ნოემბერს შედგება. თურქეთის ეკონომიკური საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფორუმს სამი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები დაესწრებიან. ბიზნეს ფორუმზე ერთობლივი პროექტები და სამ ქვეყანას შორის ურთიერთანამშრომლობის საითხების განხილვა იგეგმება.