საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standard&Poor’s-მა ჩინეთს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი, სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეუმცირა.
სააგენტოს შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკაში ბალანსის ცვლილება მოსალოდნელზე ნელა მოხდება. სააგენტო მიიჩნევს, რომ ამ გარემოების მიუხედავად, რეფორმების განხორციელებას პრობლემა არ შეექმნება და გეგმის მიხედვით განხორციელდება.
სააგენტოს პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა, უახლოეს 3 წლის განმავლობაში მინიმუმ 6%-იანი იქნება.