მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Standard&Poor's: ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება მსოფლიოს 20 ქვეყანას მიაყენებს ეკონომიკურ დარტყმას

575aa401d8ab4
BM.GE
10.06.16 15:23
1528
სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's იმ 20 ქვეყანას ასახელებს, რომლებსაც ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება ყველაზე მეტად დააზარალებს.

აღნიშნული სიის სათავეში არიან, ირლანდია, მალტა, ლუქსემბურგი და კვიპროსი.

20 ქვეყნიდან 18 ევროკავშირის წევრია. სააგენტო აღნიშნავს, რომ გარდა სავაჭრო ურთიერთობებისა ევროკავშირის ქვეყნებს პრობლემა შეექმნებათ მიგრაციის სფეროშიც.

Merron Economic-ის ანალიტიკოსები შიშობენ, რომ Brexit-ს ევროსთან მიმართებით ფუტ სტერლინგის კურსის ვარდნა მოყვება და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების ვარდნა მოხდება. ანალიტიკოსების აზრს საერთაშორისო სააგენტო Fitch-იც იზიარებს.

ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში, ბრიტანეთს მაინც ექნება უფლება ლიხტენშტეინის, ისლანდიისა და ნორვეგიის მსგავსად, ევროპის ეკონომიკური სივრცის ნაწილი გახდეს, ან სულაც შვეიცარიის მსგავსად გააფორმოს ორმხრივი ხელშეკრულება ევროკავშირთან.

ევროკავშირის დატოვების საკითხზე ბრიტანეთში რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები