Starbucks კომპანია Nestle-სთან დადებული შეთანხმებიდან მიღებული 7 მილიარდი დოლარით, ჩინეთში 2022 წლისთვის ობიექტების რაოდენობის 6000-მდე გაზრდას და შემოსავლების გასამმაგებას გეგმავს. თუმცა, ამერიკული კომპანია შიშობს, რომ დაძაბული ეკონომიკური ვითარება ორ სახელმწიფოს შორის, ხელს შეუშლის მის 5 წლიან გეგმის შესრულებას.
კომპანია ასევე გაყიდვების ინტენსივობის და ჩინელი თანამშრომლებისა და მომხმარებლების ბაზის გაზრდას გეგმავს. ყავის ინდუსტრიის გიგანტი ცდილობს კონკურენცია გაუწიოს KFC-ს ყველაზე სწრაფად განვითარებად სწრაფი კვების ობიექტებში, სწორედ ამიტომ ყოველ 15 საათში ერთხელ ახალი ფილიალი იხსნება და ამ ტემპის შენარჩუნება კომპანიას 2022 წლამდე სურს. გეგმის მიხედვით, ჩინეთში 2021 წელს 5000 ობიექტი უნდა იყოს.

























