მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Starbucks-ი ჩინური ბიზნესის 60%-ს ყიდის

ყავა

ამერიკულმა კომპანია Starbucks-მა ჩინური ბიზნესის 60%-იანი წილის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და მყიდველიც უკვე იპოვა. საუბარია ჩინური წარმოშობის კერძო საინვესტიციო კომპანია Boyu Capital-ზე, რომლის სათავო ოფისიც ჰონკონგში მდებარეობს.

წილების გაყიდვის მიუხედავად, Starbucks-ი ბაზრიდან გასვლას არ აპირებს. მეტიც, ჩინეთში არსებული შვილობილი კომპანიის ნაცვლად შეიქმნება ახალი საერთო კომპანია, რომელშიც კაფეების ამერიკული ქსელის მფლობელი 40%-იან წილს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ბიზნესის შეფასება $4 მილიარდი იქნება. კომპანიებში მოელიან, რომ მათი საერთო წამოწყება მომავალ წლებში $13 მილიარდის შემოსავალს მოიტანს.

ამერიკულ კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი წამოწყება მათ შესაძლებლობებს გაზრდის და ბაზარზე პოზიციების გამყარებას ხელს შეუწყობს. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კაფეების ქსელის მნიშვნელოვნად გაფართოება. ამჟამად, Starbucks-ი ჩინეთში 8,000 ფილიალს ფლობს, Buyo-სთან თანამშრომლობით კი მასშტაბის 20,000-მდე გაზრდაა ნავარაუდები. ჩინური კერძო საინვესტიციო კომპანია ამერიკულ პარტნიორს ადგილობრივი ბაზრის უკეთ ათვისებაში და საოპერაციო პროცედურების გამარტივებაშიც დაეხმარება.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიზეზს, ბოლო წლებში Starbucks-ს ადგილობრივ ბაზარზე სერიოზული ადგილობრივი კონკურენტი, Luckin Coffee გამოუჩნდა. საუბარია კაფეების ქსელზე, რომელიც მომხმარებელს იგივე სერვისებს გაცილებით იაფად სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები