ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სააგენტო ინტენსიურად თანამშრომლობს Alshaya Group-თან „სტარბაქსის“ ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით.
მიხეილ ხიდურელის თქმით, საკითხი ახლა აქტიურ ეტაპზე გადავიდა: 2025 წელს საქართველოს რამდენჯერმე ეწვია კომპანიის მაღალი რანგის დელეგაცია, სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობს ბაზრის სიღრმისეული შესწავლა, ლოკაციების დათვალიერება და პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრები.
ბაზრის კვლევის პროცესში შეფასებულია თბილისის, ბათუმისა და სხვა მსხვილი ქალაქების შესაძლებლობები, სადაც კომპანია რამდენიმე ობიექტის გახსნას განიხილავს.
მიხეილ ხიდურელის თქმით, პროცესში აქტიურად ჩართულია საქართველოს საელჩო ქუვეითში. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, „აწარმოე საქართველოში“ სააგენტო და Alshaya Group ერთობლივად გაავრცელებენ ოფიციალურ განცხადებას.
დღეს BMG-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ბაზარზე Starbucks შემოდის. ბრენდი საქართველოში ქუვეითურ Alshaya group-ი შემოჰყავს, უშუალოდ საქართველოს ბაზარზე კი მათი თურქეთის ოფისი იმუშავებს.




























