მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Starbucks-მა 2025 წელს 400-მდე ფილიალი დახურა

starbucks

კაფეების პოპულარულმა ქსელმა Starbucks-მა 2025 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკაში 400-მდე ფილიალი დახურა. კომპანიის ეს გადაწყვეტილება ნაწილია მასშტაბური, $1-მილიარდიანი რესტრუქტურიზაციის გეგმისა, რომელიც გაყიდვების კლებასა და შემცირებულ მოგების მარჟასთან გამკლავებას ისახავს მიზნად.

აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან ნიკოლის განცხადებით, დახურვის პროცესი შეეხოთ იმ ობიექტებს, რომლებიც ფინანსურად წაგებიანი იყვნენ ან ვეღარ პასუხობდნენ ბრენდის მომსახურების სტანდარტებს.

2025 წელს ძირითადი აქცენტი მსხვილ ქალაქებსა და მეტროპოლიტენის ზონებზე გაკეთდა, სადაც კომპანია წლების განმავლობაში აგრესიულად ფართოვდებოდა. მაგალითად, ნიუ-იორკში 40-ზე მეტი ფილიალი დაიხურა, ანალოგიური ტენდენცია დაფიქსირდა ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოსა და სხვა დიდ ცენტრებში.

ანალიტიკოსების აზრით, დისტანციურმა მუშაობამ და მზარდმა კონკურენციამ Starbucks-ის ტრადიციული მოდელი ნაკლებად ეფექტური გახადა. ფილიალების დახურვასთან ერთად, კომპანიამ სექტემბერში 900-მდე თანამშრომელიც გაათავისუფლა.

Stabruck-ი 2026 წლიდან დარჩენილი ფილიალების განახლებასა და უფრო კომფორტული გარემოს შექმნას გეგმავს, რათა ლოიალური მომხმარებლები დაიბრუნოს და ბაზარზე პოზიციები ახალი კონცეფციით გააძლიეროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები