მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Starbucks-მა Game of thrones-ის შეცდომით, $2.3 მილიარდის ღირებულების უფასო რეკლამა მიიღო

5cd43f194e694
მიხეილ ხაჩიძე
09.05.19 19:00
919
CNBC-ის შეფასებით, HBO-ს სატელევიზიო შოუ Game of Thrones-ში შემთხვევით მოხვედრილმა ყავის ჭიქამ გასული კვირის განმავლობაში გლობალურად $2.3 მილიარდის ღირებულების "უფასო" რეკლამა გაუკეთა Starbucks-ს. Game of Thrones-ის სერიის გამოსვლის შემდეგ, ინტერნეტ-რესურსებში, რადიოსა და სატელევიზიო სივრცეში 10,000-ზე მეტჯერ იყო საინფორმაციო წყაროებზე სტარბაქსის შესახებ ნახსენები. 

ამას გარდა, სოციალური მედიისა და მონიტორინგის პლატფორმის Talkwalker-ის ცნობით, ბოლო 48 საათში სტარბაქსი და სამეფო კარის თამაშები კომბინაციურად ჰეშთეგით, ტვიტერსა და სხვა სოციალურ ქსელში 193,000-ჯერ იყო მოხსენიებული.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კარის თამაშების" ბოლო სეზონის მეოთხე სერიაში კადრში მოულოდნელად სტარბაქსის ჭიქა გამოჩნდა. ეპიზოდში, სადაც "მკვდრების" წინააღმდეგ ომში გამარჯვების საზეიმო ნადიმია ასახული, დრაკონების დედის დეინერის ტარგარიენის წინ, მაგიდაზე სწორედ Starbucks -ის ჭიქა დევს. რაც მაყურებლის მახვილ თვალს რა თქმა უნდა, არ გამოპარვია. როგორც მაშინვე ცნობილი სერიალის პროდიუსერებმა განმარტეს ეს იყო ტექნიკური შეცდომა და მათ მაყურებელს ბოდიში მოუხადეს.

შეგახსენებთ, რომ საფინალო სეზონის ბოლოს წინა, მეხუთე სერია 12 მაისს გამოვა. რა სიურპრიზებს გვიმდადებენ შემქმნელები ამას მაყურებელი მალე თავად იხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები