მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Starbucks-მა თბილისის მერიას ქარხნის მშენებლობის პროექტით დეკემბერში მიმართა"

58d6690c2f9d3
სალომე მეცხვარიშვილი
25.03.17 17:00
3870
"Starbucks-მა თბილისის მერიას ქარხნის მშენებლობის პროექტით დეკემბერში მიმართა",- ამის შესახებ "საქმის კურსს" თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე შეთანხმებულია. შემდეგი ეტაპი კი უკვე მშენებლობის ნებართვის გაცემა იქნება.

მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ პროექტით გათვალისწინებულია მრავალფუქციური კომპლექსის მშენებლობა, მათ შორის ყავის დამფასოებელი საწარმოს ამოქმედება. როდის მოხდება შემედგ ეტაპებზე გადასვლა და მშენებლობის ნებართვის გაცემა, მერიაში ვერ აკონტრეტებენ.

როგორც "საქმის კურსს" დღეს გალერეა თბილისის ხელმძღვანელმა განუცხადა, გალერეა თბილისში Starbucks-ის შემოსვლასთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო, თუმცა, მათი შემოსვლის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია ვერ დაადასტურეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები