მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starbucks მომდევნო წელს 2100 ახალ ობიექტს გახსნის

5bdc2763c7c76
ლევან თაღიაშვილი
02.11.18 14:23
632
Starbucks მომდევნო წელს 2100 ახალ ობიექტს გახსნის. ბოლო კვარტალში კომპანიამ 600 ახალი რესტორანი წარუდგინა მომხმარებელს და ჯამში მათი რაოდენობა 29,300-მდე გაზარდა. Starbucks-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, კევინ ჯონსონმა აღნიშნა, რომ კომპანია 2019 წელს გრძელვადიან განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და ძირითადად აშშ-სა და ჩინეთის ბაზრებზე გააკეთებს აქცენტს.

ბოლო კვარტლის მონაცემებით, მოგება $6.3 მილიარდია, რაც 11%-იან ზრდას ნიშნავს, აშშ-ში გაყიდვები 4%-ითაა მომატებული, ხოლო ჩინეთში 1%-ით. გაზრდილი გაყიდვები კომპანიაში ახალი პროდუქტის დამატებით (Frappuccino, გამაგრილებელი სასმელები) და სხვადასხვა აქციების ჩატარებით ახსნეს ("ბედნიერი საათი", ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით მიღებული ფასდაკლებები და სხვა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები