Starbucks 2020 წლისთვის პლასტმასის საწრუპების რეალიზაციიდან ამოღებას გეგმავს. CNN Money-ს ინფორმაციით, კომპანია წელიწადში 1 მილიარდ საწრუპს გაანადგურებს. Starbucks-ის წარმომადგენლების თქმით, ეს ცვლილება ხელს შეუშლის ოკეანის დაბინძურებას და მასში მცხოვრებ ცოცხალ არსებებს ჯანმრთელობის დაზიანებებისგან დაიცავს. კომპანია საწრუპების ჩანაცვლებას ახალი დიზაინის ჭიქებით გეგმავს, რომლითაც ყავის დაგემოვნება გაცილებით იოლი იქნება.
შეგახსენებთ, რომ Starbucks-ს მსოფლიოს მასშტაბით 28 218 ობიექტი აქვს გახსნილი, 2016 წლის მონაცემებით კი 238,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

























