მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Starbucks ზეგანაკვეთურ სამუშაო დროს წუთობრივად აანაზღაურებს

5b5b0ebb90b66
კესო კაციტაძე
27.07.18 16:21
1205
Starbucks-მა კალიფორნიაში სასამართლო დავა წაააგო: შტატის ფედერალურმა სასამართლომ მოსარჩელე დაგლას ტროსტეტს დაუკმაყოფილა საჩივარი, რომლის მიხედვითაც კომპანია თანამშრომლებს ზეგანაკვეთურ სამუშაო დროს აუნაზღაურებს.

The guardiani–ის ინფორმაციით, დაგლას ტროსტეტმა განაცხადა, რომ სურდა Starbucks–ს აენაზღაურებინა ის დრო, რომელსაც დასაქმებული კომპანიაში მაღაზიის დახურვის შემდეგ ხარჯავდა. საპასუხოდ Starbucks –ის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ საუბარი მხოლოდ რამდენიმე წუთზე იყო.

მოსამართლეს განცხადებით, დამატებითი სამუშაოს ანაზღაურების თანხა დაქირავებული თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანია. Starbucks–ის განცხადებით, კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები