15 სექტემბრის დილით, Starlink-ის ინტერნეტზე წვდომა ათიათასობით ადამიანს შეუწყდა. წყვეტა ნახევარ საათს გაგრძელდა და ხარვეზის აღმოფხვრისთანავე განახლდა. აღსანიშნავია, რომ SpaceX-სს მომხდარის მიზეზი არ განუმარტავს.
არსებული ინფორმაციით, Starlink-ის სატელიტების გათიშვამ ამერიკაში მცხოვრები 43,000-ზე მეტი ადამიანი ინტერნეტის გარეშე დატოვა. წყვეტა დაფიქსირდა ევროპაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაშიც.
მომხდარმა ყველაზე მეტად უკრაინა დააზარალა, რადგან ინტერნეტის გათიშვის მომენტში შეიარაღებული ძალები რამდენიმე სამხედრო ოპერაციას ახორციელებდნენ. ინტერნეტი გაეთიშათ იმ უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებსაც, რომელთათვისაც Starlink-ი ინტერნეტის ერთადერთი წყაროა.




























