მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starring Georgia-ს პროექტით 28 ივლისს Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება - როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა?

black sea arena

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს TKT.ge-ზე დაიწყება.

„28 ივლისს, Black Sea Arena ლეგენდარულ ბრიტანულ პროექტს Massive Attack-ს უმასპინძლებს

პირველად საქართველოში, მსმენელს საშუალება მიეცემა ცოცხლად მოისმინოს ისეთი ცნობილი კომპოზიციები, როგორებიცაა Teardrop, Unfinished Sympathy, Paradise Circus. ბენდის ღონისძიებები ხშირად აუდიო-ვიზუალურ თეატრალურ წარმოდგენებს გავს, რადგან Massive Attack-ი ყოველთვის ცდილობს მათი შემოქმედება რეალური და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებთან კავშირში იყოს.

Massive Attack ცნობილია ჰიპ-ჰოპის, ელექტრონიკის, დაბის და კიდევ მრავალი მუსიკალური ჟანრის ჰარმონიულად შერწყმის ოსტატობით. მათი შემოქმედება არღვევს მუსიკაში არსებულ ყველა საზღვარს. სწორედ ამის შედეგია, რომ ბრისტოლში დაფუძნებულმა ჯგუფმა შექმნა ერთგულ გულშემატკივართა უდიდესი არმია მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში“, - ნათქვამია Black Sea Arena-ს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თიბისის და VISA-ს მხარდაჭერით, Starring Georgia-ს ორგანიზებით, Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავების OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები გაიმართება.

მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია 10 მაისს აიღებს სტარტს:

10 მაისი – OneRepublic (Black Sea Arena)

31 მაისი – Scorpions (Black Sea Arena)

18 აგვისტო – Jungle (Black Sea Arena Front Stage)

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერების მიზნით, კამპანია Starring Georgia 2023 წელს დააანონსა და წამოიწყო, რა დროსაც 3 ლოკაციაზე 6 კონცერტი დაიგეგმა, აქედან 5-6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ვერ შედგა.

სახელმწიფო სუბსიდირებით დაგეგმილ კამპანია Starring Georgia-ზე 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ გასულ წელს კონცერტებიდან სახელმწიფო 100 მლნ ლარზე მეტის შემოსავალს ელოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები