23 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო პროგრამის Starring Georgia-ს ფარგლებში, Justin Timberlake ესტუმრება. ინფორმაციას Black Sea Arena ავრცელებს.
კონცერტი თბილისში, დინამო არენაზე 23 ივლისს გაიმართება.
ბილეთების Pre Sale მხოლოდ Starring Card-ის მფლობელებისთვის 7 აპრილს 12:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 8 აპრილის 12:00 საათიდან TKT.GE-ზე დაიწყება.
„Justin Timberlake ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოპვარსკვლავია, რომელმაც მთელი თავისი კარიერა შემოქმედებით ქარიშხალში გაატარა - Disney-ს სტუდიაში დაწყებული კარიერა 90-იანი წლების სენსაციად ქცეულ *NSYNC-შიგაგრძელდა, ხოლო ახალი საუკუნის მიჯნაზე ახალი ვარსკვლავის დაბადებავიხილეთ, რომელიც დღესაც ისე ანათებს, როგორც ყოველთვის
10 გრემის ჯილდო, ოსკარის ნომინაცია, ათობით მილიონი გაყიდული ალბომი დამსოფლიოს ყველა კუთხეში გავსებული საკონცერტო დარბაზები Justin Timberlake წარმატების გასაზომად ალბათ საკმარისია, მაგრამ მისი კარიერა უფრო მეტია, ვიდრე რიცხვები. მისი მრავალწლიანი კარიერა კვეთს მუსიკის საზღვრებს, რადგან მან გვაჩვენა, რომ შეუძლია იყოს ნიჭიერი მოცეკვავე, საინტერესომსახიობი და ფილანთროპი, რომელიც მუდმივად რჩება გართობის ინდუსტრიისმთავარ სახედ.
Starring Georgia-ს ფარგლებში ქართველი მსმენელი უკვე განებივრებულია მსოფლიო დონის ვარსკვლავებით, მაგრამ Justin Timberlake პოპმუსიკის ისტორიის კიდევ სხვა ფურცელია, რომელიც აუცილებლად უნდა გამხდარიყო ჩვენი პროექტის ნაწილიც“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობამ და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერების მიზნით, კამპანია Starring Georgia 2023 წელს დააანონსა და წამოიწყო.
სახელმწიფო სუბსიდირებით დაგეგმილ კამპანია Starring Georgia-ზე 2 წლის განმავლობაში - 2023 – 2024 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო. მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ გასულ წელს კონცერტებიდან სახელმწიფო 100 მლნ ლარზე მეტის შემოსავალს ელოდა.
ცნობისთვის, ჯასტინ ტიმბერლეიქი 2025 წლის მსოფლიო ტურნეს მაისში მექსიკიდან იწყებს და 20 ივლისს საფრანგეთით ასრულებს. აღნიშნული ინფორმაცია პოპვარსკვლავის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. საქართველოში კონცერტის გამართვის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე ამ ეტაპზე ასახული არ არის. არც ის არის ცნობილი, იქნება თუ არა სახელმწიფო პროგრამით დინამო არენაზე დაგეგმილი ღონისძიება, ჯასტინ ტიმბერლეიქის მსოფლიო ტურნეს ნაწილი.