ქართული სტარტაპ ეკოსისტემა ბოლო წლებია განსაკუთრებით დინამიურად ვითარდება და გლობალური ინოვაციების რუქაზეც ინიშნება საქართველო. მცდელობები ბევრი გვაქვს, გვყავს წარმატებული სტარტაპებიც, ჩამოდიან უცხოელი ინვესტორებიც, პარალელურად არ გვაკლია გამოწვევებიც. ვატარებთ თუ არა გამართული ეკოსისტემის სახელს, როგორც ქვეყანა და რამდენად აკმაყოფილებს მხარდამჭერი კომპონენტები სფეროს?
სტუმარი: ლევან მესხიშვილი - სტარტაპ ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი;